აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს საშუალო კლასის ამერიკელებისთვის, საგადასახადო შეღავათების გაგრძელებისკენ მოუწოდა.
პრეზიდენტ ბუშის დროს დაწესებულ შეღავათებს თვის ბოლოს გასდის ვადა. წარმომადგენელთა პალატაში კანონი უკვე დამტკიცდა, სენატში კი ის განხილვის სტადიაშია.
ბაიდენმა ასევე ისაუბრა ამერიკაში მილიონობით უმუშევართა სოციალური დახმარების გადავადებაზე მანამდე, ვიდრე კანონმდებლები საშობაო არდადეგებზე გავლენ.