ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველად ერაყის დედაქალაქში


პირველად ერაყის დედაქალაქში

ბაღდადის აეროპორტში საფრანგეთის ავია კომპანია აილ-აზურის სამგზავრო თვითმფრინავი დაჯდა.

დღეს 20 წლის განმავლობაში პირველად ერაყის დედაქალაქის, ბაღდადის აეროპორტში დასავლეთ ევროპიდან, კერძოდ, საფრანგეთის ავია კომპანია აილ-აზურის სამგზავრო თვითმფრინავი დაჯდა.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ფრენას ცერემონიალური სახე ჰქონდა და ეკიპაჟს ძირითადად ფრანგი დიპლომატები და ბიზნესმენები შეადგენდნენ. როგორც ერთერთი მგზავრი , საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ-მარი ირდაკი ამბობს, ეს საფრანგეთისა და ერაყის ურთიერთობის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა.

რეგულარული ფრენა ერაყსა და საფრანგეთს შორის რამდენიმე კვირაში დაიწყება. როგორც ენ მარი ირდაკი იმედოვნებს, უახლოეს მომავალში სხვა ავიაკომპანიებიც მიბაძავენ აილ-აზურს.

XS
SM
MD
LG