ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალელმა მეკობრეებმა გემი გაიტაცეს


სომალელმა მეკობრეებმა გემი გაიტაცეს

გემის ბორტზე 43 კაციანი ეკიპაჟი იმყოფებოდა.

როგორც ოფიციალური სეული აცხადებს, ოქტომბრის დასაწყისში სომალელმა მეკობრეებმა სამხრეთ კორეის თევზსაჭერი გემი გაიტაცეს. გემის ბორტზე 43 კაციანი ეკიპაჟი იმყოფებოდა.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, თევზსაჭერი გემი მეკობრეებმა ინდოეთის ოკეანეში მდებარე, კენიის კუნძულ ლამუსთან გაიტაცეს.

გემზე 2 სამხრეთ კორეელი, ორი ჩინელი და 39 კენიელი იმყოფებოდა.

სამინისტრომ გატაცების შესახებ ოფიციალური განცხადება ინციდენტიდან ერთი კვირის თავზე გააკეთა.

ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია მოლაპარაკების დაწყების შესახებ.

XS
SM
MD
LG