ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ოცეული ტორონტოში იკრიბება


სამიტი სამი დღე გასტანს და მასზე ლიდერები გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებაზე იმსჯელებენ.

მსოფლიოს ძლიერი ქვეყნების ლიდერები დიდი ოცეულის შეხვედრაზე ტორონტოში იკრიბებიან.სამიტი სამი დღე გასტანს და მასზე ლიდერები გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებაზე იმსჯელებენ.პრეზიდენტი ობამა,რომელმაც სულ ახლახანს შეერთებულ შტატებში ეკონომიკური რეფორმის დამტკიცება შეძლო,ყველა ღონეს ხმარობს იმისათვის,რომ დიდი ოცეულის წევრთა ყურადღება ფინანსურ რეფორმასა და გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებაზე გაამახვილოს .

ამ დღეებში ტორონტოში უსაფრთხოების ყველა ზომას ზედმიწევნით დაიცავენ. კანადის პრემიერ მინისტრი სტივენ ჰარპერი აცხადებს,რომ კანადის მეგაპოლისი მსოფლიო ლიდერების დიდი ოცეულის სამიტისთვის სრულ მზადყოფნაშია.

კანადაში ჩასვლამდე პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით,რომ განვიტარებულ ქვეყნებს გლობალური ეკონომიკური დაღმასვლის შეჩერება საერთო ძალისხმევით შეუძლიათ.

„ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ ერთხელ ცხადყო,რომ ყველა ქვეყანა ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირშია.თუ რომელიმე სახელმწიფოს პრობლემა ექმნება,ძალაუნებურად ეს ყველა დანარჩენზე აისახება.ასე რომ ჩვენი სიფრთხილითა და წინდახედულებით სხვა ქვეყნების დაცვასაც შევძლებთ.“

პრეზიდენტი ობამა, ვის წარმატებებშის სიასაც უახლოეს ხანში ვოლ სტრიტის რეფორმა დაემატება , საფრთხის აცილების მთავარ ძალად - ბანკების საქმიანობის მკაცრ კონტროლსა და მასტიმულირებელი თანხების გაცემას აღიქვამს.

თუმცა დიდი ოცეულის სამიტზე მას თანამოზიარეების პოვნა მაინც გაუძნელდება .უკანასკნელი მოვლენების მაგალითზე ,ევროპის ქვეყნები ბიუჯეტის დეფიციტის შევსებას საპირსპირო მიმართულებით ახორციელებენ - ისინი სახელმწიფო ხარჯებს ამცირებენ და გადასახადებს ზრდიან ,რაც მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე მკვეთრად აისახება.ამის ნათელი მაგალითი საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისის შედეგად აგორებული მოაქალაქეების საპორტესტო ტალღაა.

ჩარლზ კუპჩანი ვაშინგტონში უცხოეთთან ურთიერთობის საკონსულოს უფროსი ანალიტიკოსი გახლავთ.მისი აზრით:

„შეერთებულ შტატებში ეკონომიკის წინსვლამ ბოლო ხანს საკმაოდ იკლო.ამერიკა გლობალური ეკონომიკური ზრდის ერთერთ მამოძრავებელ ძალად აღარ მოიაზრება.ალბათ ამიტომაცაა,რომ მისთვის სხვების წინსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“

ტორონტოში შეკრებილი დიდი ოცეულის ლიდერები მსოფლიოში სიღარიბის დაძლევის ახალ ინიციატივებსაც განიხილავენ.თუმცა შაბათ-კვირის დღის რეჟიმში ძირითადი მსჯელობის საგანი ჩინეთის ეროვნული ვალუტის საერთაშორისო ბაზარზე გამყარების საკითხი იქნება.

ენდრიუ კუპერი კანადაში სიახლეების დანერგვის საერთაშორისო ცენტრის ანალიტიკოსია.იგი აცხადებს,რომ:

„დიდი ოცეულის წევრებმა სამიტზე ყველაზე დიდი დრო ჩინეთის ვალუტის საკითხს უნდა დაუთმონ.ჩინელებიც თავისი მხრიდან მომზადებული იქნებიან იმისათვის,რომ მსოფლიოს შეტევას გაუმკლავდნენ და მომავალში ცვლილებები განახორციელონ“

ანალიტიკოსების აზრით, ტორონტოს დიდი ოცეულის სამიტზე მთავარი პრიორიტეტი ოცეულის წევრი ქვეყნების ურთიერთანამშრომლობა და საერთო ძალისხმევა იქნება. ეს ის ოცი ქვეყანა გახლავთ,რომელიც ჩვენი პლანეტის განვითარებული ეკონომიკის 90პროცენტს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG