ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შუა აზიაში მსხვერპლი ათჯერ მეტია


შუა აზიაში მსხვერპლი ათჯერ მეტია

ქალბატონი ოტუნბაევა პირველად ჩავიდა ქვეყნის სამხრეთში, ჯალალაბადსა და ოშში.

ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის -როზა ოტუნბაევას განცხადებით,ყირგიზებსა და უზბეკებს შორის მომხდარი შეტაკებების მსხვერპლთა რიცხვმა, შესაძლოა 2000-ს გადააჭარბოს. ეს ათჯერ აღემატება ოფიციალურად გამოცხადებულ დაღუპულთა რაოდენობას.

ქალბატონი ოტუნბაევა პირველად ჩავიდა ქვეყნის სამხრეთში, ჯალალაბადსა და ოშში, სადაც 10 ივნისიდან სისხლისმღვრელი შეტაკებები მიმდინარეობდა ყირგიზებსა და უზბეკებს შორის.

ყირგიზეთის ახალი ლიდერი ოშში გაძლიერებული დაცვის თანხლებით ჩავიდა და განცახადა, რომ ყველაფერს გააკეთებს დარბეული ქალაქის აღსადგენად, რათა უახლოეს ხანში მოხდეს ლტოლვილების დაბრუნება.

გაეროს მონაცემებით სისხლიანი შეტაკებების გამო 400.000-მა ადამიანმა უზბეკეთში გაქცევით უშველა თავს, ან ამ ქვეყნის საზღვრის მახლობლად ლტოლვილთა ბანაკებში იმყოფება.

XS
SM
MD
LG