ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უზბეკეთში ჰუმანიტარული დახმარება ჩააქვთ


უზბეკეთში ორი თვითმფრინავი ჩაფრინდა ჰუმანიტარული დახმარებით ბორტზე-ათი ათასობით ლტოლვილისათვის, რომელიც ყირგიზეთიდან უზბეკეთში გაიქცა.გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის მიწურულისათვის ექვსი თვითმფრინავით 240-მდე ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწვდიან ლტოლვილებს. რუსეთიც აგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას, თუმც ჯერ-ჯერობით უარს აცხადებს მისი მშვიდობისმყოფელების გადასროლას ყირგიზეთში. ყირგიზეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, რათა პატივი მიაგონ ეთნიკურ დაპირისპირებაში დაღუპულთა ხსოვნას. ყირგიზებსა და უზბეკებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 189 ადამიანი შეეწირა.

XS
SM
MD
LG