ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაივანში მიწისძვრა მოხდა


ოთხშაბათს აღმოსავლეთ ტაივანში 5,7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა.

ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ჯერჯერობით მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ამერიკის გეოლოგიური კვლევის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვირას გამთენიისას ტაივანის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სუაოსგან 50 კილომეტრის დაშორებით, 6 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ოთხშაბათს აღმოსავლეთ ტაივანში 5,7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა.

კვირას მომხდარი მიწისძვრის დროს სერიოზულად არავინ დაშავებულა. მცირე იყო სტიქიისგან მიყენებული ზარალიც.

შეგახსენებთ, რომ 1999 წელს ტაივანში მომხდარმა 7,6 ბალიანმა მიწიძვრამ 2,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG