ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში საზეიმო დღეები დაიწყო


კვირას დედოფალი ელისაბედი სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად მდინარე ტემზაზე გამართულ სადღესასწაულო კონცერტს დაესწრება.

ბრიტანეთში დედოფლის ტახტზე ასვლიდან მესამოცე წლისთავისადმი მიძღვნილი 4 დღიანი ზეიმი დაიწყო.

შაბათს დედოფალი ელისაბედი სამხრეთ ბრიტანეთში ცხენების დოღს დაესწრო. შეჯიბრზე 15,000 ადამიანი მივიდა, რომლებიც ბრიტანეთის დროშებს აფრიალებდნენ.

დღესასწაული ოფიციალურად, შაბათს ლონდონის ცენტრში სამეფო არტილერიისა და ცხენოსანთა არმიის ჯარისკაცებმა საზეიმო გასროლით გახსნეს.

კვირას დედოფალი ელისაბედი სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად მდინარე ტემზაზე გამართულ სადღესასწაულო კონცერტს დაესწრება. საზეიმო ღონისძიებას 6,000 მდე უსაფრთხოების წევრი დაიცავს.

დედოფალი ელისაბედი ტახტზე 1952 წელს მამის მეფე ჯორჯის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ავიდა. იგი შვიდი ქვეყნის: გაერთიანებული სამეფოს, კანადის, ავსტრალიიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის, პაკისტანის და ცეილონის(ამჟამინდელი შრი ლანკის) მონარქი გახდა.

XS
SM
MD
LG