ობამას ადმინისტრაციამ გამოსცა გეგმა, რომელიც შეერთებულ შტატებში ძალადობირივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.
ხუთშაბათს გამოცემულ გეგმაში აღნიშნულია ყველა ის კონკრეტული ზომა, რომლის საშუალებითაც უნდა გაძლიერდეს და გაფართოვდეს თანამშრომლობა მთავრობას და ექსტრემიზმის საფრთხის ქვეშ მყოფ საზოგადოებებს შორის.
ომაბას ადმინსიტრაციის გეგმის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ალ ყაიდას მიერ ინსპირირებულ ადამიანებს.
ასევე მნიშვნელოვანია სხვა სახის ექსტრემისტული მიდრეკილებების მქონე პიროვნებების გამოაშკარავება და კონტროლიც. ამის ნათელი მაგალითია, შარშან ნორვეგიაში მემარჯვენე ფრთის ექსტრემისტის მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტი.
გეგმის მიხედვით, ასევე დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ინტერნეტისა და სოციალური მედიის ზეგავლენას, რომელიც ტერორისტებმა შესაძლოა ამერიკელთა რადიკალიზაციის ერთერთ საშუალებად შეიძლება გამოიყენონ.