ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დემონსტრაციების ჩახშობა გრძელდება


სირიაში დემონსტრაციების ჩახშობა გრძელდება

სამთავრობო ძალები გარს შემოერტყნენ ქალაქ ალ-ბუქამალს და ცეცხლი გაუხსნეს ანტისამთავრობო დემონსტრაციას.

სირიელი აქტივისტების და უფლებადამცველების განცხადებით, სამთავრობო ძალებმა, ლიბანის საზღვართან მდებარე ერთერთ ქალაქში რეიდი ჩაატარეს, ხოლო ერაყის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ერთერთ ქალაქში კი ოპოზიციის გამოსვლა ჩაახშვეს. აქტივისტები აცხადებენ, რომ სირიის არმიის ჯარისკაცები დასავლეთში მდებარე ქალაქ ზაბადანში შევიდნენ, რომელიც ლიბანს ესაზღვრება. სამხედროებმა იქ 70-მდე ადამიანი დააპატიმრეს.

ასევე სამთავრობო ძალები გარს შემოერტყნენ ქალაქ ალ-ბუქამალს და ცეცხლი გაუხსნეს ანტისამთავრობო დემონსტრაციას. თვითმხილველთა თქმით, შეტაკებისას ერთი დემონსტრანტი დაიღუპა. აქტივისტების განცხადებით, რამდენიმე სამთავრობო ჯარისკაცმა უარი თქვა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნაზე. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით კი „ტერორისტულმა ბანდებმა“ ქალაქ ალ-ბუქამალში უსაფრთხოების ძალების სამი ოფიცერი მოკლეს.

XS
SM
MD
LG