ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალაიზიაში დემონსტრანტები დააკავეს


მალაიზიაში დემონსტრანტები დააკავეს
მალაიზიაში დემონსტრანტები დააკავეს

ოპოზოციური პარტიების მტკიცებით მათი ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს, მეორემ კი პოლიციასთან შეხლა-შემოხლისას მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ათასობით მალაიზიიის მოქალაქე საარჩევნო პროცესის რეფორმირებას მოითხოვს, რასაც ხელისუფლებამ ქვეყნის დედაქალაქ კუალა ლუმპურში ცრემსადენი გაზით, წყლის ჭავლით და პოლიციის ხელკეტებით უპასუხა.

პოლიციის განცხადებით, 1400 დემონსტრანტია დაპატიმრებული, რომლებსაც სავარაუდოდ რამდენიმე საათში გაანთავისუფლებენ.

ოპოზოციური პარტიების მტკიცებით, მათი ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს, მეორემ კი პოლიციასთან შეხლა-შემოხლისას მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

უცხოური მედიის ინფორმაციით, საპროტესტო დემონსტრაციაში 20-დან 30 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG