ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალი რადკო მლადიჩი ბრალდებებს უარყოფს


გენერალი რადკო მლადიჩი ბრალდებებს უარყოფს
გენერალი რადკო მლადიჩი ბრალდებებს უარყოფს

გუშინდელი ღამე მლადიჩმა ციხის საავადმყოფოში გაატარა.

16 წლის განმავლობაში მიმალვაში ყოფნის შემდეგ, ბოსნიერლი სერბი გენერალი რადკო მლადიჩი დღეს ჰააგაში პირველად წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე და გენოციდის მუხლით წაყენებული ბრალდებები მოისმინა.

ეჭვმიტანილმა ტრიბუნალის სამ მოსამართლეს განუცხადა, რომ მას „საზიზღარი“ ბრალდებები აქვს წაყენებული და რომ იგი 1990 იან წლებში, საკუთარი ქმედებებით მის ხალხსა და ქვეყანას იცავდა .

ჰააგის ომის დანაშაულებათა სასამართლოს მიერ დანიშნულმა ადვოკატმა ალეკსანდარ ალეკსიჩმა განაცხადა, რომ მლადიჩს წლების განმავლობაში არ ჰქონდა შესატყვისი სამედიცინო მომსახურება. ადვოკატის განცხადებით, გუშინდელი ღამე მლადიჩმა ციხის საავადმყოფოში გაატარა. თუმცა ამ ეტაპზე ტრიბუნალი აცხადებს, რომ მას რუტინული სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, რომ მლადიჩს ბრალად ედება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე საშინელი მასობრივი ხოცვა ჟლეტის ორგანიზება, კერძო 1995 წელს სრებრენიცაში რვა ათასი მუსლიმის მკვლელობა.

XS
SM
MD
LG