ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ოპოზიციონერები დააკავეს


სირიაში ოპოზიციონერები დააკავეს

სირიის უშიშროების ძალებმა დამასკოს შემოგარენში რეიდები ჩაატარეს, რომლის დროსაც ოპოზიციის აქტივისტები დააკავეს.

სულ ცოტა 12 ადამიანი დაიღუპა შაბათს, როდესაც სირიის უშიშროების სამსახურმა ცეცხლი გაუხსნა რამდენიმე დღის წინათ დაღუპულ ოპოზიციონერთა გასვენებაში მისულ ჭირისუფლებს.

ამ მოვლენების გამო, სირიის პარლამენტის ორმა წევრმა დატოვა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო.

უცხოური მედიის ინფორმაციით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა, სულ ცოტა 120 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლხეს.

XS
SM
MD
LG