ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპამ საქართველო ვარდების რევოლუციის შემდეგ გაიცნო


ევროპამ საქართველო ვარდების რევოლუციის შემდეგ გაიცნო

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ბერლინში მსჯელობენ

რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, რუსეთის ქმედებების შესახებ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე , საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებზე იმსჯელეს ბერლინში ნატო საქართველოს კომისიის სხდომაზე მსჯელობენ. ბერლინში მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

ინტეგრაციის რა ეტაპზე იმყობება საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში? როგორია საქართველოს ინტეგრაციის დინამიკა ევროკავშირში?

ამ შეკიტხვებით რადიო "ამერიკის ხმამ" ექსპერტ დავით ამირეჯიბს მიმართა:

” ჩვენ ვიყავით დახურული სივრცის ნაწილი საბჭოთა კავშირიოდან , რკინის ფარდით შემოსაზღვრული მსოფლიოსგან და თვითიზოლირებული სამყაროსგან. მართალია, ეს ფარდა გაიხსნა, მაგრამ საქართველოს ეკონომიკამ, სახელმწიფოებრიობამ რამდენჯერმე სერიოზული დარტყმა განიცადა. ასე რომ, ევროპისკენ გზა რეალურად მხოლოდ ეს რამდენიმე წელია რაც იხსნება, ისტორიის თვალსაზრისით ევროპამ საქართველოს გაცნობა ერთი წამის წინ დაიწყო , ფაქტიურად ვარდების რევოლუციის შემდეგ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით მათთვის რუსეთი, უფრო რომ დავაზუსტოთ, რუსეთის პროვინცია. როგორც ქვეყანას და სახელმწიფოს ჩვენ ვერ ვხედავდნენ. დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ 1991 წლის 9 აპრილს, რამდენიმე თვეში მოხდა საშინელი პუტჩი. დიდწილად აღდგა ჩვენთან საბჭოთა ნომენკლატურა, ისევ რუსეთის ორბიტის და მისი პოლიტიკის წიაღში აღმოვჩნდით.. გათავისუფლება და რეალური დამოუკიდებლობის მოპოვება როგორც ქვეყნის, რომელიც შეიძლება ან შევიდეს ევროპაში ან არა, საერთოდ, როგორც დამოუკიდებელი ერთეული გაგვიცნეს ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც ჩვენ ევროპული, ევროატლანტიკური ორიენტაცია ვაღიარეთ როგორც განვითარების სახელმწიფო ვექტორი . ეს მოხდა იმიტომ, რომ მთლიანად საზოგადოების დაკვეთა იყო ეს. ამიტომ, ვინაიდან ჩვენ ამას ვაღიარებთ, როგორც ვექტორს, ევროპული ინტეგრაცია ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.”

XS
SM
MD
LG