ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო - რუსეთსა და ამერიკას შორის უთანხმოების მიზეზი


საქართველო - რუსეთსა და ამერიკას შორის უთანხმოების მიზეზი
საქართველო - რუსეთსა და ამერიკას შორის უთანხმოების მიზეზი

ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა მოსკოვსა და ვაშინგტონს ფართო ეკონომიკური პარტნიორობისკენ მოუწოდა.

ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა გუშინ, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს საკითხში რუსეთსა და ამერიკას შორის ნამდვილი უთანხმოება არსებობს.

მოსკოვის უნივერსიტეტში გამოსვლისას, ბაიდენმა ორი წლის წინ დაწყებული ორმხრივი გადატვირთვის პროცესი შეაფასა და ყურადღება გაამახვილა იმ მიღწევებზე, რომლებსაც მხარეებმა მიაღწიეს. თუმცა დასძინა, რომ გასაკეთებელი კვლავ ბევრია უსაფრთხოების კუთხით, ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობების გასაღრმავებლად.

ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა მოსკოვსა და ვაშინგტონს ფართო ეკონომიკური პარტნიორობისკენ მოუწდა.

საქართველოსთან დაკავშირებით მან თქვა:

" უთანხმოება საქართველოს გამო არა მხოლოდ თქვენს ხელმძღვანელობასთან, არამედ რუსი ხალხის უმრავლესობათან გვაქვს. სასწორზე დიდი პრინციპი დევს. მინდა გულწრფელი ვიყო - რადგან, თუ მეგობრობაში არ ვიქნებით გულწრფელი, ეს არ იქნება ნდობაზე დაფუძნებული მეგობრობა. როდესაც მიუნხენში, 2009 წელს ვილაპარაკე გადატვირთვაზე, მაშინ აღვნიშნე, რომ ’ჩვენ კვლავაც იმ აზრზე ვიქნებით, რომ სუვერენულ სახელმწიფოებს აქვთ უფლება თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და თავად აირჩიონ ალიანსები’ – განაცხადა ბაიდენმა.

XS
SM
MD
LG