პენტაგონი ვებ-გვერდს ვიკილიკს უცხადებს,რომ არანირ დახმარებას არ აღმოუჩენს გასაიდუმლოებული მასალების რედაქტირებასთან დაკავშირებით.
პენტაგონის იურიდიული მრჩეველი ჯე ჯონსონი აცხადებს,რომ თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს ვიკილიკსთან რაიმე დათმობებზე წასვლას და ძველი მასალების ინტრენეტ გვერდიდან ამოშლასა და საიდუმლო დოკუმენტების დაბრუნებას მოითხოვს.
შეგახსენებთ,რომ გასულ თვეს ვიკილიკსმა საკუთარ ვებ გვერდზე ავღანეთიდან მიღებული 76.000 გასაიდუმლოებული დოკუმენტი გაავრცელა და თან დასძინა,რომ გარდა ამისა, კიდევ 15,000 მსგავსი ინფორმაციის დოკუმენტს ფლობს.
პენტაგონის პრემსდივანი ბრაიან ვიტმანი აცხადებს,რომ ვიკილიკსი დეზინფორმაციას ავრცელებს იმ ფაქტთან დაკავშირებით, თითქოს პენტაგონი საიდუმლო დოკუმენტების რედაქტირებაზე თანახმა იყოს. ვიტმანის თქმით, ჯგუფის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი სცრუობს, როცა პენტაგონთან სამომავლო დიალოგზე საუბრობს. პრესმდივნის განცხადებით, პენტაგონი უარს აცხადებს მასალების რედაქტირებაზე და მოითხოვს ვიკილიკსისგან - დარჩენილი მასალებიც არ გამოაქვეყნოს.
„გასულ კვირას ჩვენ ვიკილიკსის ადვოკატს ვესაუბრეთ,შევთანხმდით,რომ პენტაგონის იურიდიულ მრჩეველს შეხვდებოდა.ეს პიროვნებაც დაგვთანხმდა,მაგრამ შემდეგ დაგვეკარგა და მასთან კონტაქტი ვეღარ დავამყარეთ“
თუმცა ვიკილიკსის ადვოკატი ტიმოთი მატუშესკი აცხადებს,რომ ეს მტკნარი სიცურეა და მას არავინ დაკავშირებია. მისი თქმით, ერთადერთი ზარი მან შეერთებული შტატების არმიის კრიმინალური გამოძიების გენერლიდან მიიღო. მას მერე მასთან არავის დაურეკავს.
პენტაგონი საკუთარ შეშფოთებას გასაიდუმლოებული მასალების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით იმით ხსნის,რომ ამ დოკუმენტების საჯაროობამ შესაძლოა ავღანეთში მცხოვრებ არაერთ მოქალაქეს შეუქმნას პრობლემა.
პენტაგონის პრემსდივანი ბრაიან ვიტმანის თქმით:
„როგორ მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ მორალური და ეთიკური ვალდებულება გვაიძულებს ის ადამიანები დავიცვათ, ვინც ავღანეთიდან უზარმაზარის საფრთხის მიუხედავად, მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. ყველა ის დოკუმენტი, რასაც ვიკილიკსი ფლობს, თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაა. ამიტომაც ისინი ჩვენ უნდა დაგვიბრუნდეს“
პენტაგონის 100 თანამშრომელი ვიკილიკსის მიერ მოპოვებულ ყველა დოკუმენტს განიხილავს და შესაბამის ანალიზს გაუკეთებს. ოფიციალური ცნობით, დოკუმენტებში ბევრი დაუზუსტებელი ინფორმაციაა. თუმცა რა საშუალებებით დაიცავს ამ სიებში დასახელებული ადამიანების უსაფრთხოებას პენტაგონი - არავინ უწყის.
ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფები შეშფოთებას გამოხატავენ გასასაიდუმლოებული დოკუმენტების გამოქვეყნებასა და დასახელებული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
ვიკილიკსის დამფუძნებლის განცხადებით, იგი მზადაა მსგავსი ინფორმაცია დოკუმენტებიდან ამოშალოს, თუმცა ამ მხრივ დამხარებას არვინ სთავაზობს. ამიტომაც, ჯულიან ასანჟი დოკუმენტების მეორე ნაწილს მომავალ თვეს გამოაქვეყნებს.