პრაიმერებში მონაწილე ამომრჩევლებმა იმ კანდიდატებს მისცეს ხმა, რომლებმაც მათო აზრით ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში უნდა წარმოადგინონ დემოკრატიული ან რესპუბლიკური პარტია. ტრადიციულად ის პარტია, რომელიც ქვეყნის მართვის სადავეებთანაა მოსული პრაიმერებში წარუმატებლობას განიცდის. კალიფორნიაში ამომრჩევლებმა ხმა მისცეს გუბერნატორისა და სენატორობის კანდიდატებს.