ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ამერიკელი მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვს


აშშ ამერიკელი მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვს
აშშ ამერიკელი მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვს

62 წლის ამერიკელი მოქალაქე ალან გროსი, რომელიც კუბაში კერძო კომპანიაში კონტრაქტორად მუშაობდა.

ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს კუბას გაათავისუფლოს ამერიკის მოქალაქე ალან გროსი, რომლის ორწლიან პატიმრობას შაბათს ვადა ამოეწურება.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გროსმა კანონიერად მოიხადა სასჯელი და მას სამშობლოში დაბრუნება ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ 62 წლის ამერიკელი მოქალაქე ალან გროსი, რომელიც კუბაში კერძო კომპანიაში კონტრაქტორად მუშაობდა, 2009 წლის 3 დეკემბერს კუბის პოლიიცამ დააკავა.

გროსს კუბის სასამართლომ თავდაპირველად 15 წლის პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება 2 წლიანი პატიმრობით შეიცვალა.

XS
SM
MD
LG