ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერიის პრეზიდენტი თანაგრძნობას გამოთქვამს


ნიგერიის პრეზიდენტი თანაგრძნობას გამოთქვამს

ნიგერიის მთავრობა აპირებს კიდევ უფრო გააძლიეროს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

ნიგერიის პრეზიდენტი გუდლაკ ჯონათანი აბუჯაში გაეროს შტაბ-ბინას ეწვია, რომელიც პარასკევს ააფეთქეს ტერორისტებმა.
ამ აფეთქებას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნიგერიის პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოხატა ამ ტრაგედიის გამო და გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს დაპირდა, რომ ნიგერიის მთავრობა კიდევ უფრო გააძლიერებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.
ნიგერიის ხელისუფლების განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან ამჟამად საავადმყოფოში მძიმედ დაჭრილი 60-მდე ადამიანი იმყოფება.
აბუჯას გაეროს ოფისში 400 ადამიანი მუშაობდა. ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულმა ავტომანქანამ ორი საგუშაგო გაანგრია და გაეროს შენობის ახლოს აფეთქდა.

XS
SM
MD
LG