ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის მთავრობა ახალ აკრძალვას აწესებს


სირიის მთავრობა ახალ აკრძალვას აწესებს
სირიის მთავრობა ახალ აკრძალვას აწესებს

აკრძალვა პირადად ამ ქვეყნის ელჩებს რობერტ ფორდს და ერიკ შევალიეს შეეხება.

სირიამ საფრანგეთის და შეერთებული შტატების ელჩებს აუკრძალა დამასკოს გარეთ მოგზაურობა, მას შემდეგ, რაც ისინი სახალხო მღელვარებით მოცულ ქალაქ ჰამაში ჩავიდნენ მთავრობის ნებართვის გარეშე.

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მოალემმა განაცხადა, რომ აკრძალვა პირადად ამ ქვეყნის ელჩებს რობერტ ფორდს და ერიკ შევალიეს შეეხება, რომლებსაც ამიერიდან სირიის დედაქალაქიდან 25 კილომეტრის დაშორებით გასასვლელად სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ.

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის და საფრანგეთის ელჩები აღარ გააძევეს ქვეყნიდან სირიის ხელისუფლების კეთილი ნების გამო, რომელსაც ამ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის სურვილი გააჩნია.

XS
SM
MD
LG