ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენის ოპოზიცია გარდამავალ ეროვნულ საბჭოს ქმნის


იემენის ოპოზიცია გარდამავალ ეროვნულ საბჭოს ქმნის
იემენის ოპოზიცია გარდამავალ ეროვნულ საბჭოს ქმნის

საბჭოში 17 წევრი იქნება, რომელიც იემენის დედაქალაქ სანაში იმუშავებს.

იემენის ოპოზიციამ გადაწყვიტა გარდამავალი ეროვნული საბჭო შექმნას, რომელიც პრეზიედენტ ალი აბდულა სალეჰის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას უხელმძღვანელებს.

ოპოზიციის ახალგაზრდული დაჯგუფების განცხადებით, საბჭოში 17 წევრი იქნება, რომელიც იემენის დედაქალაქ სანაში იმუშავებს.

ოპოზიციონერებმა იემენის ყოფილი თავდაცვის მინისტრი გენერალი აბდულა ალი ალეივა თავიანთ სამხედრო მეთაურად დანიშნეს.

იემენში გრძელდება საპროტესტო აქციები პრეზიდენტ სალეჰის გადადგომის მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG