ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაჰრეინის სუნითი მთავრობა ოპოზიციურ მხარესთან მოსალაპარაკებლად მზადაა


ბაჰრეინის სუნითი მთავრობა ოპოზიციურ მხარესთან მოსალაპარაკებლად მზადაა

მარტში ბაჰრეინის მთავრობამ დაარბია შიიტების მიერ გამართული საპროტესტო აქცია.

ბაჰრეინის სუნითი მთავრობა მზადაა მოლაპარაკება გამართოს ოპოზიციურ მხარესთან. ქვეყნის შიიტი ოპოზიციური პარტია დატანხმდა მონაწილეობა მიიღოს ამ დიალოგში. თუმცა პარტიის წევრებმა ასევე განაცხადეს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება წარმატებულად ვერ დასრულდება, სანამ მთავრობა დაპატიმრებულ ოპოზიციური პარტიის წევრებს არ გაათავისუფლებენ.

შეგახსენებთ რომ, მარტში ბაჰრეინის მთავრობამ დაარბია შიიტების მიერ გამართული საპროტესტო აქცია, რის გამოც ოპოზიციური პარტიის 18-მა კანონმდებელმა დატოვა პარლამენტის ქვედა პალატა.

როგორც ბაჰრეინის მთავრობა აცხადებს შეხვედრისას, განიხილავენ პოლიტიკას, ეკონომიკასა და ადამიანის უფლებებს.

ამის ფონზე, ქვეყნის მეფემ გააკეთა განცხადება დამოუკიდებელი კომისიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც საპროტესტო აქციის დროს ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებს გამოიძიებს.

XS
SM
MD
LG