ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაროკო არჩევანის წინაშე დგას


მაროკო არჩევანის წინაშე დგას
მაროკო არჩევანის წინაშე დგას

მონარქის მიერ შეტანილ ცვლილებებში შედის მეფის ძალაუფლების შეკვეცა პარლამენტისა და პრემიერ მინისტრის მოვალეობების გაფართოების ხარჯზე.

მაროკოს მოსახლეობა დღეს საკონსტიტუციო რეფორმების პაკეტს უყრის კენჭს. რეფორმების ინიციატივით, ქვეყნის მეფე მოჰამედი ივნისში გამოვიდა მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე.

მაროკოელი დემონსტრანტები ამბობენ, რომ ქვეყანაში დაწყებული რეფორმები არადამაკმაყოფილებელია.

მონარქის მიერ შეტანილ ცვლილებებში შედის მეფის ძალაუფლების შეკვეცა პარლამენტისა და პრემიერ მინისტრის მოვალეობების გაფართოების ხარჯზე.

მაროკოში ბაზირებულმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ, რომელსაც „20 თებერვლის“ სახელით იცნობენ სარეფორმო პაკეტი უკვე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის ვერ აყმაყოფილებს ძალაუფლების განაწილების უმთავრეს პრინციპებს.

XS
SM
MD
LG