ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

26 მაისის გამოძახილი


)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ხელთ აქვთ დაკავებულების აღიარებითი ჩვენება, სადაც საუბარია გადატრიალების სცენარის შესახებ.

დღეს, როდესაც 26 მაისს ვახსენებთ, ბევრ ადამიანს ჯერ აქციის დარბევა ახსენდება რუსთაველზე და შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღი. მართლაც, 26 მაისის შემდეგ ყოველდღიურობაში მუდმივად ჩნდება ფაქტები, რაც მისი გამოძახილია, მისი გაგრძელებაა და რაც მედიის ყურადღების ცენტრში თავისთავად ექცევა.

გუშინ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დააკავეს ადამიანები, რომლებიც საქართველოში გადატრიალებას ამზადებდნენ. ისინი ინსტრუქტაჟს ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრისგან ირაკლი ოქრუაშვილისგან იღებდნენ, რომელიც თავის მხრივ რუსეთის ინტერესის გატარებას ცდილობდა საქართველოში.

საქართველოს შინაგას საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ხელთ აქვთ დაკავებულების აღიარებითი ჩვენება, სადაც საუბარია შემდეგი სცენარის შესახებ:

"200 სპეცრაზმელის დახმარებით ირაკლი ოქრუაშვილი გეგმავდა საქართველოში შემოსვლას ცხინვალიდან. იგი ჯერ გორში დაიკავებდა პოლიციის შენობას, შემდეგ კი დაიძვრებოდა თბილისისკენ და მოახდენდა სახელმწიფო გადატრიალებას."

ამ დროისთვის 9 ადამიანია დაკავებული 7–ზე კი ძებნაა გამოცხადებული. ყველა მათგანი ირაკლი ოქრუაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მის თანაგუნდელად ითვლებოდნენ და სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდნენ. „ქართული პარტიის“ ლიდერი- ეროსი კიწმარიშვილი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მისი ხელისუფლება აღიარებით ჩვენებებს მისი პარტიის წევრებზე არნახული ზეწოლის გზით იღებს:

„ჩვენ მოვინახულეთ რუსთავში „ქართული პარტიის“ხელმძღვანელი და მოვისმინეთ, რა გზებით ცდილობდნენ მის გატეხვას. გუშინ დაკავებული კახა ტერაშვილს კი სახლში ღამით მიუცვივდნენ, ელექტროენერგია გათიშეს და ასე გაჩხრიკეს მისი ბინა. შემდეგ კი სააბაზანოდან კალაშნიკოვის ავტომატი გამოიტანეს“– ამბობს ეროსი კიწმარიშვილი.

XS
SM
MD
LG