ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში კვლავ გამოსვლებია


სირიაში კვლავ გამოსვლებია
სირიაში კვლავ გამოსვლებია

თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სირიელი ლტოლვილების რიცხვმა 10 000 მიაღწია.

ათასობით სირიელი კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩაში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მიუხედავად იმისა, რომ მთვარობა აფართოებს რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ.

ანტი-სამთავრობო გამოსვლები გაიმართა ქალაქებში დარააში ჰომსში და ლატიკიაში, რომელიც დამასკოს ახლოს მდებარეობს.

სირიის უშიშროების ძალებმა დამატებითი მძიმე ტექნიკა და ტანკები გააგზავნეს ამბოხების ცენტრში, სირიის ჩრდილოეთ რაიონებში.

თვითმხილველთა განცხადებით, სირიის არმიის ჯარისკაცები ქალაქ ხან შეიხუნსა და ალ-ნუმაანში შევიდნენ, რომელიც დამასკოსა და ალეპოს შორის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს.

ამასობაში თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სირიელი ლტოლვილების რიცხვმა 10 000 მიაღწია.

XS
SM
MD
LG