ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში თალიბთა ლიდერი გაანადგურეს


ავღანეთში თალიბთა ლიდერი გაანადგურეს

დღესვე ნატოს სამხედრო შვეულმფრენი ავღანეთის ალაჰ საჰის რაიონში ჩამოვარდა, ჯერჯერობით უცნობია კატასრტოფის მიზეზები.

ავღანეთში კოალიციური ძალების სარდლობის განცხადებით, წარმატებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, ქვეყნის სამხრეთში თალიბთა ერთ-ერთი ლიდერი გაანადგურეს.

ნატოს ოპერაცია ჰელმენდის პროვინციაში მოქმედი დივერსანტების ჯგუფის ლიდერის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც თვითნაკეთი ბომბებით ებრძოდა დასავლეთის კოალიციურ ძალებს.

ამასობაში ნატოს განცხადებით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ორი ჯარისკაცი დაიღუპა პარტიზანებთან შეტაკების შედეგად, ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონში.

ხოსტის პროვინციაში ნატოს საჰაერო დარტყმის შედეგად, სამი მშენებელი დაიღუპა. მიმდინარეობს ამ საქმის გამოძიება.

დღესვე ნატოს სამხედრო შვეულმფრენი ავღანეთის ალაჰ საჰის რაიონში ჩამოვარდა, ჯერჯერობით უცნობია კატასრტოფის მიზეზები.

XS
SM
MD
LG