ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის სამხედრო მმართველების ახალი გადაწყვეტილება


ეგვიპტის სამხედრო მმართველების ახალი გადაწყვეტილება
ეგვიპტის სამხედრო მმართველების ახალი გადაწყვეტილება

მთავრობის გრძელვადიანი გეგმები საჯარო სამსახურების აღდგენა და განათლების სტანდარტების ამაღლებაა.

დღეს ეგვიპტის სამხედრო მმართველებმა პარლამენტის დაშლის და კონსტიტუციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ პრეზიდენტმა მუბარაქმა თანამდებობა დატოვა, ქვეყანაში სამხედრო მართველობა დამყარდა. მინისტრთა კაბინეტი სწორედ სამხედროების მხარდაჭერით მოქმედებს.

ეგვიპტის პრემიერ-მინისტრის აჰმედ შაფიქის განცხადებით, მისი მთავრობის პრიორიტეტი ქვეყანაში უსაფრთხოების და ცხოვრების ნორმალური რიტმის აღდგენაა. როგორც ცნობილია, ეგვიპტეში 18 დღიანი მასობრივი პროტესტი პრეზიდენტის პოსტიდან ჰონსი მუბარაქის გადადგომით დასრულდა.

დღეს პრემიერ-მინისტრმა შაფიქმა მუბარაქის გაძევების შემდეგ პირველი პრესკონფრენცია გამართა. შაფიქი მუბარაქმა 29 იანვარს, საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან 4 დღეში დანიშნა. შაფიქმა განაცხადა, რომ მთავრობის გრძელვადიანი გეგმები საჯარო სამსახურების აღდგენა და განათლების სტანდარტების ამაღლებაა. მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე ვაკანტური ადგილია და დანიშნვნები მკაცრი კონტროლის და დაკვირების ქვეშ განხორციელდება, რათა ხალხის ინტერესები იყოს დაკმაყოფილებული.

XS
SM
MD
LG