ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს პრეზიდენტი მუბარაქს გადადგომისკენ მოუწოდებს


აშშ-ს პრეზიდენტი მუბარაქს გადადგომისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამასა და ოფიციალურ პირებს ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენები აღელვებთ.

ბარაკ ობამამ ეგვიპტის ლიდერს მოუწოდა ძალაუფლება დათმოს, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს პროცესი დროს მოითხოვს.

ამავე განცხადების თანახმად, ეგვიპტის ბედი ეგვიპტელების ხელშია. შაბათს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ცვლილება ეგვიპტეში გარდაუვალია, მაგრამ ეს ცვლილება მხოლოდ მშვიდობიან გზით უნდა მოვიდეს.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ კამერონი შეუერთდა გერმანიის კანცლერის განცხადებას და იქვე დასძინა, რომ სტაბილურობას ეგვიპტეში მხოლოდ პოლიტიკური რეფორმა მოიტანს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ახლო აღმოსავლეთის ლიდერებს მოუწოდებს, ეგვიპტეში მიმდინარე კრიზისის დემოკრატიული გზებით მოგვარებას დაუჭირონ მხარი.

აშშ-ისა და ეგვიპტის ოფიციალური პირების მიერ შემუშავებული პროექტის თანახმად, მუბარაქის პოსტის დატოვების შემდეგ, ძალაუფლება ქვეყნის ვიცე პრეზიდენტს ომარ სულეიმანს გადაეცემა. უახლოეს მომავალში ბატონი სულეიმანი შეხვდება ეგვიპტის ოფიციალურ პირებს და საფუძვლიანად განიხილავს ძალაუფლების გარადამავლ პროცესს.

ამ ფონზე ეგვიპტის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აფეთქდა ნავთობსადენი, რომელიც ისრაელისთვის ნავთობის მიწოდებას ითვალისწინებს.

ამავე განცხადების თანახმად, აფეთქებას ადგილი ჰქონდა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, ჩრდილოეთ სინაიში. პასუხისმგებლობა აფეთქებაზე არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG