ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო რეზონანსი "ვიკილიკსის" სკანდალის ირგვლივ


მსოფლიო რეზონანსი "ვიკილიკსის" სკანდალის ირგვლივ
მსოფლიო რეზონანსი "ვიკილიკსის" სკანდალის ირგვლივ

შეერთებული შტატების ურთიერთობა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან, შესაძლოა საფრთხის წინაშე დადგეს.

"ვიკილიკსის" მორიგმა სკანდალმა მსოფლიო რეზონანსი გამოიწვია. ამჯერად ინტერნეტ გვერდზე ამერიკის საელჩოებიდან გაჟონილი ორას ორმოცდაათ ათასზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი აღმოჩნდა.

„ნიუ-იორკ თაიმსის“ და ევროპული გაზეთების ცნობით, გაჟონილი დოკუმენტების შინაარსი, როგორც შემაშფოთებელი, ასევე მაღალი დოზით საზიანოა და შესაძლოა შეერთებული შტატების ურთიერთოები რამდენიმე ქვეყანასთან საფრთხის ქვეშ დადგეს.

ერთერთი საგანგაშო გაჟონილი ინფორმაცია შეეხება საუდის არაბეთის და რამდენიმე არაბული ქვეყნის ზეწოლას შეერთებულ შტატებზე. კერძოდ, არაბული ქვეყნები ამერიკის მთავრობას ირანზე სამხედრო დარტყმის განხორციელებას თხოვდნენ. 2008 წლის აპრილში გაგზავნილ წერილში მეფე აბდულა თეთრ სახლს სთხოვს,რომ „გველს თავი მოაჭრან.“

ასევე საიტზე მოხვდა დოკუმენტები, სადაც წერია,რომ შეერთებული შტატები დარწმუნებულია, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ყაიდას“ მთავარი დამფინანსებლები - საუდის არაბეთის მოქალაქეები არიან.

ასევე გამოთქმულია ბრალდება კატარის მიმართ, რომ ეს სახელმწიფო არაფერს აკეთებს, მის ტერიტორიაზე ტერორისტების გადაადგილების აღსაკვეთად.

ასევე ამ დოკუმენტებში არსებობს მსოფლიო ლიდერების დახასიათებაც, კერძოდ, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სახელდებულია, როგორც „ალფა მამრი“, ხოლო ავღანეთის პრეზიდენტზე კი წერია, რომ ჰამიდ კარზაი პარანოიით არის შეპყრობილი.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით, დემოკრატმა სენატორმა კლერ მაკკასკილმა განაცხადა:

„ის ადამიანები, ვინც ამ დოკუმენტების გაჟონვას ახორციელებს, უნდა შემოწმდნენ პატრიოტები არიან თუ არა. მე ვფიქრობ, რომ მათ სიამოვნებთ ყურადღების მიქცევა. მაგრამ გულახდილად რომ გითხრათ, ეს ძალიან ძვირი ჯდება. მე ვფიქრობ, ჩვენ დავადგენთ თუ საიდან ხდება გაჟონვა და კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ “ -განაცხადა დემოკრატმა სენატორმა.

XS
SM
MD
LG