ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებშია


პრეზიდენტი ობამას განცხადებით,ამ ვიზიტის დროს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი.

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედევედევი შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეა იმყოფება.

პრეზიდენტი ობამას განცხადებით, ბოლო ხანებში რუსეთის პრეზიდენტმა წარმატებით შეძლო შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობისთვის მტკიცე საფუძველი ჩაეყარა.

ეს კომანტარები შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გუშინ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე გააკეთა.საინტერესოა კონკრეტულად რა წარმატებებს გულისხმობდა პრეზიდენტი ობამა?

თუ რუსეთის თავკაცის შეერთებულ შტატებში ამ უკანასკნელ ვიზიტზე ვსაუბრობთ- პრეზიდენტმა მედევდევმა გააფორმა ხელშეკრულება,რომლის თანახმადაც რუსეთში ამერიკული ფრინველის ხორცის ექსპორტი აღდგება. ასევე, პრეზიდენტი ობამა შეჰპირდა მედევედევს, რომ ყველა ღონეს იხმარს იმისათვის,რათა რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდეს.

პრეზიდენტი მედევედევის მოგზაურობა შეერთებული შტატებში კალიფორინიის შტატიდან, კერძოდ კი სილიკონის ველიდან დაიწყო.როგორც ბარაკ ობამამ აღნიშნა,სიმბოლურად ამ დღიდან რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობის ახალი ფურცელი გადაიშალა.

„როცა მე ქვეყნის საჭე გადავიბარე, ცივი ომის მერე რუსეთ-ამერიკას შორის ურთიერთობა ყველაზე დაბალ დონეზე იყო.დაკარგული იყო ნდობა და არაფერი კეთდებოდა იმისათვის,რომ მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო“-განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

მდგომარეობა გაუმჯობესდა მას მერე,რაც ბარაკ ობამა შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა.რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ბირთვული იარაღის გაკონტროლების ხელშეკრულებას და აბსოლუტურად თანაბარი პოზიციები დააფიქსირეს ირანსა და ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების დაწესებაში.

ამჟამად კი ორი ქვეყნის პრეზიდენტი ძალას არ იშურებს იმისათვის,რათა ეკონომიკური ურთიერთობები გაძლიერდეს და რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საბოლოოდ შევიდეს.

„რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორაგანიზიაციაში შესვლა თანაბრად მომგებიანია, როგორც რუსეთისთვისა და შეერთებული შტატებისთვის,ასევე მთლიანად მსოფლიოსთვის“-განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედევდევს სურს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკა ააღორძინოს და რუსეთში ისეთივე მძლავრი ტექნოლოგიური ცენტრი შექმნას,როგორიც შეერთებულ შტატებში სილიკონის ველი გახლავთ.

„ჩვენ სილიკონის ველის გამოცდილება ზედმიწევნით უნდა შევითვისოთ,არ ვაპირებთ მისი კოპირება მოვახდინოთ,მაგრამ კალიფორნიის საუკეთესო მაგალითზე ,ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი“-განაცხადა დიმიტრი მედევედევმა.

თუმცა რუსეთში სილიკონის ველის ტიპის ტექნოლოგიური ცენტრის აღორძინება ბევრ ექსპერტს საეჭვოდ მიაჩნია.მათი აზრით, კორუფციასა და ბიუროკრატიაში ჩაფლულ რუსეთს მსგავსი სტრატეგიის განვითარება დ ინვესტორების მოზიდვა ძალზე გაუძნელდება.

წინ ჯერ კიდევ დიდი დროა, ჯერჯერობით შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები მომავალ გეგმებზე საუბრობენ და კვირის ბოლოს, ტორონტოში დიდი ოცეულის სამიტზე წასასვლელად ემზადებიან.

XS
SM
MD
LG