ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში სისხლისღვრა გრძელდება


იდლიბში პოლიციის შენობასთან მომხდარ აფეთქებაში უსაფრთხოების 2 თანამშრომელი და 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

სირიელი აქტივისტების ცნობით, ქვეყანაში მიმდინარე არეულობას დღეს დამატებით 17 ადამიანი შეეწირა.

სირიაში გაეროს საგანგებო დესპანი, კოფი ანანი ვაშინგტონში სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს ხვდება. შეხვედრაზე დიპლომატები სირიის საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავენ და ადგილზე გაყინული სამშვიდობო გეგმის ამოქმედებისთვის ახალი გზების დასახვას შეეცდებიან.

ბრიტანული უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი სირიაში, რამი აბდელრაჰმანი „ამერიკის ხმასთან“ სატელეფონო საუბარში იტყობინება, რომ ქალაქ იდლიბში პოლიციის შენობასთან მომხდარ აფეთქებაში უსაფრთხოების 2 თანამშრომელი და 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მსხვერპლიანი იყო ანალოგიური აფეთქება, რომელსაც ქვეყნის დედაქალაქ -დამასკოში- ჰქონდა ადგილი.

XS
SM
MD
LG