ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დამკვირვებლებს ცეცხლი გაუხსნეს


გაეროს სამშვიდობო დეპარტამენტის განცხადებით, დამკვირვებლები იძულებული გახდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ სირიაში ჩასულ გაეროს შეუიარაღებელ დამკვირვებლებს სამთავრობო ძალების სამხედროებმა ესროლეს.

გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა განაცხადა, რომ დამკვირვებლები ცდილობდნენ ჰამას პროვინციის საკვანძო სოფლებში შესულიყვნენ, თუმცა სირიის სამთავრობო ძალებმა შესვლაზე უარი უთხრეს და ცეცხლი გაუხსნეს.

გაეროს სამშვიდობო დეპარტამენტის განცხადებით, დამკვირვებლები იძულებულნი გახდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ. არავინ დაშავებულა, თუმცა ერთი მანქანა მსუბუქად დაზიანდა.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, გაეროს არაბული ლიგის წარმომადგენელმა, კოფი ანანმა განაცხადა, რომ დროა საერთაშორისო საზოგადოებამ სირიას "სათანადო დონეზე" პასუხი გასცეს.

ანანის განცხადებით, თვეზე მეტია სირიის ხელისუფლება და ოპოზიციური ძალები ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე შეთანხმდნენ, თუმცა ხელშეკრულება დღესდღეობით არ სრულდება.

სირიის ხელისუფლება მომხდარ ძალადობაში ტერორისტულ დაჯგუფებებს ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG