ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს ოპერაციას მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ


საავიაციო დაბომბვის შედეგად დაიღუპა ცოლ-ქმარი და მათი 6 შვილი.

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში ნატოს საჰაერო ოპერაციის შედეგად 8 წევრიანი ოჯახი მთლიანად დაიღუპა.

პაკტიას პროვინციის ადგილობრივი მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საავიოაციო დაბომბვის შედეგად დაიღუპა ცოლ-ქმარი და მათი 6 შვილი.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ოჯახის უფროსი არ იყო დაკავშირებული რომელიმე მეამბოხურ ჯგუფთან ან ანტი-სამთავრობო მოძრაობასთან.

ნატოს სარდლობის განცხადებით, აისაფის მისია ინციდენტის დეტალებს იძიებს.

XS
SM
MD
LG