ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერილენდის შტატში ერთი სქესის ქორწინება დაკანონდა


მერილენდის შტატში ერთი სქესის ქორწინება დაკანონდა

ნიუ ჯერსის შტატის კანონმდებლებმა ერთი სქესის ქორწინებას მხარი დაუჭირეს, თუმცა შტატის გუბერნატორმა კრის კრისტიმ კანონს ვეტო დაადო.

მალე მერილენდის შტატში ერთი სქესის ქორწინების ლეგალიზება მოხდება. მერილენდის სენატმა ახალი კანონი 25-ით 22-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. დემოკრატმა გუბერნატორმა მარტინ ო 'მელეიმ კანონს ხელი თავად მოაწერა.

კანონის მოწინააღმდეგეები ფარხმალს მაინც არ ყრიან და ხელნაწერების შეგროვების იმედით, რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ. ამით მერილენდის შტატის მოსახლეობას საშუალება მიეცემა, ერთი სქესის ქორწინების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება, რეფერენდუმის საშუალებით დააფიქსიროს.

ერთი თვის წინ ნიუ ჯერსის შტატის კანონმდებლებმა ერთი სქესის ქორწინებას მხარი დაუჭირეს, თუმცა შტატის გუბერნატორმა კრის კრისტიმ კანონს ვეტო დაადო და მისი ლეგალიზება არ მოხდა.

ნიუ ჯერსიში ერთი სქესის ქორწინების მხარდამჭერები ორი წლის შემდეგ ვეტოს სავარაუდოდ გაასაჩივრებენ, თუმცა ამისთვის საკმარისი ხმები ჯერჯერობით მათ არ გააჩნიათ.

XS
SM
MD
LG