ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირს უნგრეთთან ურთიერთობა დაეძაბა


ევროკავშირს უნგრეთთან ურთიერთობა დაეძაბა

სიტუაციის განმუხტვაში მნიშვნელოვან როლს ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროსო შეასრულებს.

უნგრეთის პრემიერ მინისტრი პირობას დებს, რომ შეცვლის კანონებს, რომლებიც ევროკავშირს ერთგვარ საფრთხედ მიაჩნია.

სტრასბურგში ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას, ბატონმა ორბანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და უნგრეთს შორის უთანხმოება ძალზე მალე მოგვარდება. მისი თქმით, სიტუაციის განმუხტვაში მნიშვნელოვან როლს ევრო კომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროსო შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ბოლო დროს უნგრეთთან გამწვავებული ურთიერთობის გამო, უნგრეთთან ახალი სესხის თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა. დასავლეთი ბრალს დებს კოსერვატორ პრემიერ მინისტრს, რომ ბუდაპეშტის მთავრობას ქვეყანა ტოტალიტარულ რეჟიმისკენ მიჰყავს.

XS
SM
MD
LG