ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის სასამართლოს გადაწყვეტილება


პაკისტანის სასამართლოს გადაწყვეტილება

პაკისტანის სასამართლომ გასამხედროებული ძალების ექვს თანამშრომელს და ერთ სამოქალაქო პირს უიარაღო ადამიანის მკვლელობის გამო ბრალი წაუყენა.

სამი კვირის წინ 22 წლის სარფარაზ შაჰი სამხრეთ ყარაჩიში მოკლეს და მისი მკვლელობა ვიდეოფირზე აღბეჭდეს. ვიდეოზე ასახულ მასალაში კარგად ჩანს, თუ როგორ მიათრევს სამოქალაქო პირი სარფარაზს გასამხედროებულ პირებთან, ის კი ევედრება მათ არ დახვრიტონ. სარფარაზი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებენ.

კადრები პაკისტანის ტელევიზიამ ყოველგვარი მონტაჟის გარეშე აჩვენა. სამხედრო პირთა სისასტიკემ მოსახლეობის დიდი აღშფოთება გამოიწვია და პაკისტანელ ოფიციალურ პირთა ქმედება ეჭვის ქვეშ დააყენა.

XS
SM
MD
LG