ლიბიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ნალუთში მეამბოხეებსა და მუამარ კადაფის ერთგულ ძალებს შორის შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც სულ ცოტა 8 ადამიანი დაიღუპა.
ამასობაში ნატომ უარყო ლიბიის მთავრობის მტკიცება, რომ მისი თვითმფრინავები ლიბიის მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ.
პარასკევს კადაფიმ თავის რადიო მიმართვაში ლიბიელ ხალხს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დამარცხებისკენ მოუწოდა.
ამ გამოსვლის დროს ნატოს ავიაცია ტრიპოლიში სხვადასხვა ობიექტებს ბომბავდა.
ამასობაში იტალიას, საფრანგეთს და კატარს ავსტრიაც შეუერთდა, რომელმაც აღიარა ლიბიის ოპოზიციის გარდამავალი ეროვნული საბჭოს ლეგიტიმურობა.