ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი ლტოლოვილების რაოდენობა მატულობს


სირიელი ლტოლოვილების რაოდენობა მატულობს
სირიელი ლტოლოვილების რაოდენობა მატულობს

სირიის ტანკებმა ქალაქ მაარათ ალ-ნუმანს შემოარტყეს ალყა.

სირიის არმია კიდევ ერთ ქალაქში შესასვლელად ემზადება, მაშინ როდესაც ათასობით სირიელი თურქეთში გადასვლით ცდილობს რეპრესიებისგან თავის დაღწევას.

თვითმხილველთა განცხადებით, სირიის ტანკებმა ქალაქ მაარათ ალ-ნუმანს შემოარტყეს ალყა, მას შემდეგ რაც ჩაახშეს ანტი-სამთავრობო გამოსვლები ქალაქ ჯისრ ალ-შუღურში.

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, სირიელი ლტოლვილების რიცხვმა 8500 მიაღწია. სირიის მთავრობა თურქეთში გაქცეულ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს და ყველანაირ დახმარებას პირდება.

XS
SM
MD
LG