ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანის დესპანები აფრიკის კავშირის სხდომაზე მიიწვიეს


სუდანის დესპანები აფრიკის კავშირის სხდომაზე მიიწვიეს
სუდანის დესპანები აფრიკის კავშირის სხდომაზე მიიწვიეს

ჩრდილოეთ და სამხრეთ სუდანის დესპანები დღეს აფრიკის კავშირის სხდომაზე არიან მიწვეულნი, სადაც აბეის რეგიონში შექმნილ სიტუაციას განიხილავენ.

დაახლოებით ერთი კვირის წინ საწვავით მდიდარი აბეი ჩრდილოეთ სუდანის სამხედრო შენაერთებმა დაიპყრო, რის გამოც იქ მასშტაბურმა ჰუმანიტრულმა კრიზისმა იფეთქა. დაახლოებით 80 ათასი ლტოლვილია გაქცეული აბეის რეგიონიდან. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, მათი უმრავლესობა ღია ცის ქვეშ ყოველგვარი საკვების, წყლის და საწვავის გარეშეა დარჩენილი.

სუდანის პრეზიდენტის ომარ ალ ბაშირის განცხადებით, ჩრდილოეთ და სამხრეთ სუდანის სასაზღვრო რეგიონი ამჟამად ჩრდილოელების კონტროლის ქვეშ იმყოფება.

XS
SM
MD
LG