ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეითსი ბრიუსელში ნატოს მინისტრებს შეხვდა


გეითსი ბრიუსელში ნატოს მინისტრებს შეხვდა
გეითსი ბრიუსელში ნატოს მინისტრებს შეხვდა

შეერთებული შტატები ამა წლის ივლისში ავღანეთიდან ჯარების ეტაპობრივ გამოყვანას გეგმავს.

ამერიკის თავდაცვის მდივანი, რობერტ გეითსი, დღეს ბრიუსელში ტრანატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების და ავღანეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა. შეერთებული შტატები ამა წლის ივლისში ავღანეთიდან ჯარების ეტაპობრივ გამოყვანას გეგმავს. თუმცა, გარკვეული შენაერთები იქ 2014 წლამდე დარჩება. ამ ფაქტთან დაკავშირებით, რობერტ გეითსმა, მიმართა რა სტრატეგიულ პარტნიორებს ნატოში, მოუწოდა მათ ამ ეტაპზე არ იჩქარონ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა.

„გთხოვთ იქონიოთ მოთმინების სიმამაცე“ და არ გადადგათ დრამატული, არაკოორდინირებული ნაბიჯები" - ამ სიტყვებით მიმართა დამსწრე საზოგადოებას თავდაცვის მდივანმა. მან კიდევ ერთხელ სთხოვა პარტნიორ ქვეყნებს სამხედრო შენაერთების გაყვანა ნატოს ჯარების მთავარსარდალს და ავღანური კოალიციის მოქმედ მეთაურს, გენერალ დევიდ პეტრეასს შეუთანხმონ.

რობერტ გეითსის გუნდი მოუწოდებს მონაწილე ქვეყნებს განიხილონ და მიიღონ სპეციალური სახელმძღვანელო დოკუმენტი სახელწოდებით - „დანერგვის პრინციპები“. იგი მოკავშირეთა ჯარების ეტაპობრივ გამოყვანას და ავღანელებისთვის ძალაუფლების გეგმაზომიერ გადაცემას უზრუნველყოფს. მისი თქმით, ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში გარდამავალ პერიოდში ქვეყნის უსაფრთხოების ხანმოკლე ჩავარდნები თითქმის გამორიცხულია.

აღნიშნული დოკუმენტი თავის გამოსვლაში ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმაც ახსენა:

„ჩვენ მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ამ საყურადღებო რეკომენდაციების დანერგვის შესახებ. ეს პროცესი უთუოდ უზრუნველყოფს ადგილობრივ ავღანელთა პასუხისმგებლობის გაზრდას საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების პრინციპულ საკითხებში“.

XS
SM
MD
LG