ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ ეგვიპტეს და ტუნისს ლიბიის დახმარებისკენ მოუწოდა


ობამამ ეგვიპტეს და ტუნისს ლიბიის დახმარებისკენ მოუწოდა

საერთაშორისო საზოგადოება ლიბიაში მყოფი ათასობით უცხოელის ევაკუაციას და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას ცდილობს

საერთაშორისო საზოგადოება ლიბიაში მყოფი ათასობით უცხოელის ევაკუაციას და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას ცდილობს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით:

“ ლიბიას ათი ათასობით ადამიანი ტოვებს. ჩვენ მოვუწოდებთ ტუნისის და ეგვიპტის მთავრობებს მათ შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ, როდესაც ეს ქვეყნებიც პოლიტიკური გარდაქმნების სტადიაში არიან.“

ბარაქ ობამამ განკარგულება გასცა ლიბიიდან ტუნისში გადასული ეგვიპტის მოქალაქეები ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებით გადაიყვანონ ეგვიპტეში. უცხოელების ევაკუაცია ქალაქ ბენგაზიდანაც დაიწყო.

XS
SM
MD
LG