ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქი ზავია ოპოზიციის ხელშია


ქალაქი ზავია ოპოზიციის ხელშია
ქალაქი ზავია ოპოზიციის ხელშია

მუამარ კადაფის ხელისუფლება ჯერჯერობით კონტროლს ინარჩუნებს დედაქალაქ ტრიპოლიზე.

ლიბიაში ოპოზიციის და ხელისუფლების ძალებს შორის შეტაკებები გრძელდება. რამდენიმედღიანი ბრძოლების შემდეგ ოპოზიციამ დასავლეთ ლიბიაში მდებარე ქალაქი ზავია დაიკავა, საიდანაც დედაქალაქამდე 50 კილომეტრი რჩება.

დასავლელი ჟურნალისტები, ვინც ზავიაში შესვლა მოახერხა, იუწყებიან რომ ქალაქის ცენტრში ასობით ადამიანია შეკრებილი და ისინი კადაფის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებენ.

ასევე რეპორტიორების ცნობით, ბრძოლების შედეგად ქალაქი საგრძნობლად არის დაზიანებული, დამწვარი და დაცხრილულია უამრავი შენობა.

მუამარ კადაფის ხელისუფლება ჯერჯერობით კონტროლს ინარჩუნებს დედაქალაქ ტრიპოლიზე. კადაფის ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა მუსტაფა აბდელ ჯალიმ ქალაქ ბენღაზში გარდამავალი მთავრობის შექმნის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა სამი თვით იქმნება და მასში სამოქალაქო და სამხედრო პირები შევლენ.

XS
SM
MD
LG