ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის ქალაქებში მილიონზე მეტი დემონსტრანტი გამოვიდა


ეგვიპტის ქალაქებში მილიონზე მეტი დემონსტრანტი გამოვიდა

არმიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ისინი ეგვიპტელი ხალხის ლეგიტიმურ მოთხოვნებს უჭერენ მხარს.

ქაიროში საპროტესტო დემონსტრაციები კვლავ გრძელდება. დღეს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ასი ათასობით ადამიანი გამოვიდა..

ქვეყნის შეიარაღებული ძალები ქაიროს ქუჩებშია განლაგებული, მაგრამ ისინი დემონსტრაციის მსვლელობას ხელს არ უშლიან. ცოტა ხნის წინ არმიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ისინი ეგვიპტელი ხალხის ლეგიტიმურ მოთხოვნებს უჭერენ მხარს და დემონსტრაციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებენ.

ეგვიპტეში უკვე მეორე დღეა სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია. ხალხის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მთავრობის მცდელობაა - ხელი შეუშალოს მოსახლეობას დემონსტრაციების ადგილებამდე მისვლაში.

ინტერნეტი მთელს ეგვიპტეში უკვე რამდენიმე დღეა გათიშულია. თუმცა, კომპანია „გუგლმა“ სპეციალური ხაზები შექმნა, რომელზეც "ტვიტერის" მომხმარებლებს ინტერნეტზე მოკლე ინფორმაციების გაშვება შეუძლით. ასევე შესაძლებელია ფიქსირებული სატელეფონო ხაზებიდან სპეციალურ ნომრებზე დარეკვა და შეტყობინების დატოვება.

XS
SM
MD
LG