ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჰუმან რაითს უოთჩი" ახალ განცხადებას ავრცელებს


„ჰუმან რაითს უოთჩი" ახალ განცხადებას ავრცელებს
„ჰუმან რაითს უოთჩი" ახალ განცხადებას ავრცელებს

საერთაშორისო უფლებათადამცველმა ორგანიზაციამ „ჰუმან რაითს უოთჩმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დასავლეთის მთავრობები, განსაკუთრებით ევროკავშირი არ ახდენს რიგ მთავრობებზე ზეწოლას ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნით. „ჰუმან რაითს უოთჩს“ მაგალითად მოყავს ევროკავშირის 21-ე ყოველწლიური ანგარიში სადაც საუბარია მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე.

„ჰუმან რაითს უოთჩის“ აღმასრულებელი დირექტორის კენეტ როტის განცხადებით:

„დიალოგის და თანამშრომლობის რიტუალური მხარდაჭერა რეპრესიულ მთავრობებთან ძალზედ გახშირდა, რაც ადამიანის უფლებების იგნორირების ხარჯზე ხდება.“

როტს ამის მაგალითებად მოჰყავს ევროკავშირის არასაკმარისი ზეწოლა უზბეკეთის და თურქმენეთის მთავრობებზე ადამიანის უფლებების სფეროში. შექმნილ ვითარებასთან დკაავIშრებით კოემნტარი გააკეტა „ჰუმან რაითს უოთჩის“ ლონდონის ოფისის ხელმძღვანელმა ტომ პორტეოსმა:

„დემოკრატიული და საყოველთაო უფლებები უგულვებელყოფილია და იმ ქვეყნების მთავრობებზე სადაც ადამიანის უფლებები ითელება, არასაკმარისი ზეწოლა ხორციელდება.“

XS
SM
MD
LG