ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ინიციატივა


ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ინიციატივა

"დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია სახელმწიფო უწყება ჟურნალისტს პროფესიული კუთხით აჯილდოვებდეს!"

ჟურნალისტთა შემოქმედებითმა კავშირმა მთავრობის და თბილისის მერიის წინაშე დააყენა საკითხი მედიის განვითარების ფონდის შექმნის შესახებ, რომელსაც დებულების საფუძველზე საზოგადოების წარმომადგენლობითი საბჭო განკარგავს.

გაწეული თანადგომისა და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის იუსტიციის სამინისტრომ ახალი წლის დღეებში 30 ჟურნალისტი დააჯილდოვა. სამახსოვრო პრიზები და მადლობის სიგელები დაჯილდოვებულებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო და სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელებმა გადასცეს.

"მიუღებელია დემოკრატიული ქვეყნისთვის სახელმწიფო უწყება ჟურნალისტს პროფესიული კუთხით აჯილდოვებდეს! " - ასეთი განცხადებით გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგია :

” იმედია, ხელისუფლების მიერ დაჯილდოვების მსგავსი პრაქტიკა საქართველოში არ დაინერგება და ჟურნალისტთა წახალისება დემოკრატიის განვითარების საფუძველზე მოხდება”

XS
SM
MD
LG