ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ხელისუფლება ალ ყაიდას ადანაშაულებს


ერაყის ხელისუფლება ალ ყაიდას ადანაშაულებს
ერაყის ხელისუფლება ალ ყაიდას ადანაშაულებს

თავდასხმებს 72 ადამიანი ემსხვერპლა.

ერაყის ხელისუფლების განცხადებით, კამიკაძე ტერორისტმა დიუალას პროვინციაში სასწრაფო დახმარების მანქანა ააფეთქა, სამხედრო სამსახურში გაწვეული ახალგაზრდების ჯგუფში.

ამ ტერაქტის შედეგად სულ ცოტა 12 ადამიანი დაიღუპა და 50 დაიჭრა. ეს უკვე მეორე თავდასხმაა ერაყის უშიშროების ძალებზე ბოლო ორი დღის განმავლობაში.

სამშაბათს კამიკაძემ სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქ ტიკრიტში ანალოგიური თავდასხმა მოაწყო, რომლის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 150 დაიჭრა.

ერაყის ხელისუფლებამ ამ ტერაქტებში ალ-ყაიდა დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG