ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა კრიტიკულ ფაზაშია


ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა კრიტიკულ ფაზაშია

ობამას ადმინისტრაცია სამგანზომილებიანი სტრატეგიის შემუშავებას გეგმავს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ამჟამად ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა კრიტიკულ ფაზაშია.

სახელმწიფო დეპარატამენტში სიტყვით გამოსვლისას, ჰილარი კლინტონმა იქვე დასძინა, რომ უახლოეს მომავალში უნდა გამოიკვეთოს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა, იქნება ეს მეგობრული თუ მტრული.

"ისტორია ცხადყოფს რომ პოლიტიკურ ასპარზზე ახალი ძალაუფლების გამოჩენა, ხშირად კონფლიქტების დასაწყისის ტოლფასია. ცხადია, რომ ჩინეთის ძალაუფლების აღზევება გარკვეულ შიშს იწვევს. ჩინეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ ქვეყნის გაძლიერებას ხელს შეუშლის ოფიციალური ვაშინგტონი. თუმცა, მინდა განვაცხადო, რომ მსგავსი გეგმები ამერიკის მთავრობას არ გააჩნია. "

კლინტონმა იქვე დაამატა რომ ობამას ადმინისტრაცია სამგანზომილებიანი სტრატეგიის შემუშავებას გეგმავს:

"ჩვენ ვგეგმავთ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ურთიერთობების გაღრმავებას და ამერიკა-ჩინეთს შორის ნდობის აღდგენას."

სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა მომავალში მეგობრულ ფაზაში გადაინაცვლებს.

XS
SM
MD
LG