ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამას გეგმა ახლო აღმოსავლეთში


ხვალიდან ამერიკა სამხედრო მისიას ერაყში დაასრულებს.

დღეს პრეზიდენტი ბარაკ ობამა შვებულებიდან ბრუნდება და შეერთებული შტატების პოლიტიკისთვის ახლო აღმოსავლეთში, დღეიდან უმნიშვნელოვანესი კვირა დაიწყება.

ამ კვირას თეთრმა სახლმა უნდა დაასრულოს შეერთებული შტატების სამხედრო მისიის საბოლოო ეტაპი ერაყში და ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალ რაუნდს უნდა ჩაუდგეს სათავეში.

ხვალიდან ამერიკა სამხედრო მისიას ერაყში დაასრულებს.

პრეზიდენტმა ობამამ ცოტა ხნის წინ აღნიშნა,რომ ერაყში საბრძოლო მისიის დასრულებით იგი ასრულებს იმ დანაპირებს,რაც ქვეყნის სათავეშივე მოსვლისთანავე დადო.

„ეს ზუსტად ის გახლავთ,რასაც ჩვენ დაგპირდით და რაც ჩვენი გეგმით იყო გათვალისწინებული“

ამჟამად ერაყის ტერიტორიაზე 50,000 ამერიკელი ჯარისკაცი მაინც რჩება.

ეს რიცხვი ბევრად ნაკლებია 167ათას ჯარისკაცზე, რომელიც სამი წლის წინ ერაყის ტერიტორიაზე მსახურობდა. ამერიკელი ჯარისკაცები ერაყში ახალი მისიის შესარულებლად რჩებიან : ისინი დაეხმარებიან ერაყის შეიარაღებულ ძალებს, გაწრთვნიან ერაყელ სამხედროებს და მათთან ერთად კონტრტერორისტულ მისიას შეასრულებენ.

ხვალ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკელი ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ამ მისიის ცვლილებებისა და ავღანეთის ომთან ურთიერთობების შესახებ ისაუბრებს.

ახალი მისიის საკითხი ამჟამად ყველაზე მეტად ერაყელებს ადარდებთ. შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში ერაყის პროგრამის დირექტორის მანალ ომარის აზრით:

„პრეზიდენტი ობამას გამოსვლაში ყველაზე საინტერესო იქნება შევიტყოთ, თუ რა სახით აპირებს შეერთებული შტატები ერაყის მთავრობასთან ურთიერთობის გაგრძელებას. ერაყის მთავარი საფიქრალი და წუხილი ახლა ეს გახლავთ. ზუსტად უნდა განისაზღვროს ამერიკული სამხედრო ნაწილების ფუნქცია და პირობები.“

აშკარაა ისიც, რომ ერაყში ძალმომრეობამ უფრო იკლო, ვიდრე ეს ომის პირველ წლებში აღინიშნებოდა. თუმცა ბოლო დროს გახშირებულმა შეტევებმა საეჭვო გახადა , თუ რამდენად შეძლებენ ერაყის სამხედრო ძალები არსებულ სიტუაციას გაუმკლავდნენ.

მანალ ომარი აღნიშნავს, რომ ერაყის სამხედრო ძალებმა ბოლო დროს საკმაოდ წარმატებულად შეასრულეს მისია, რომელიც მეამბოხეთა ლიდერების სახლებზე რეიდის სახით განხორციელდა:

„მეამბოხეთა ლიდერებზე რეიდი ერაყის სამხედრო ძალების მიერ იქნა განხორციელებული. ამით მათ საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახდინეს და დაგვანახეს,რომ მსგავსი ოპერაციის ჩატარება მთავრობის გარეშე დარჩენილი ქვეყანაშიც კი შეიძლება“

როგორც კი შეერთებული შტატების მისია ერაყში დასრულდება, ოთხშაბათს ვაშინგტონში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერები მოლაპარაკებებისთვის მრგვალ მაგიდას მიუსხდებიან.

შეერთებული შტატების ახლო აღმოსავლეთში სპეციალური ელჩის ჯორჯ მიჩელის მიერ ერთწლიანი ძალისხმევის შემდეგ, ისრაელისა და პალესტინის ლიდერებმა საბოლოო სტატუსის ჩამოყალიბებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ:

„მე მჯერა,რომ პრეზიდენტი აბასი და პრემიერ მინისტრი ნათანიაჰუ გულწრფელ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. მათ თავად უნდა სჯეროდეთ იმ გეგმის, რაზეც საბოლოოდ შეთანხმდებიან“

ვაშინგტონში ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის თანამშრომელი დევიდ მაკოვსკი ამ მოლაპარაკებებს ოპტიმისტურად უმზერს და მიიჩნევს, რომ ნიბისმიერი გადაწყვეტილება სასიკეთო იქნება ახლო აღმოსავლეთის უსაფრთოხებისა და საზღვრების დაწესების თვალსაზრისით.

„ორივე მხარემ იცის,თუ ერთმანეთისგან რა სურს. უთანხმოება მხარეებს შორის თანდათანობით იკლებს,თუმცა ხალხი ამ საკითხს ბევრად უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“

თუმცა მაკოვსკი ეჭვობს, რომ იერუსალიმის სტატუსსა და ლტოლვილების საკითხებთან დაკავშირებულ კომპორმისებზე, რომელიმე მხარეს საკუთარი მოსახლეობა გაფრთხილებული ჰყავს. ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა ფაქტმა, როცა მაჰმუდ აბასმა მოლაპარაკებების ჩაშლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თუ ისრაელი პალესტინურ დასახლებებში მშენებლობებს არ შეწყვეტს, პალესტინა მოლაპარაკების მაგიდას არ მიუჯდება. არადა მორატორიუმს ვადა 26 სექტემბერს გასდის. ბენიამინ ნათანიაჰუ კი საკუთარ გადაწყვეტილებაზე არაფერს ამბობს.

დევიდ მაკოვსკის აზრით, ვაშინგტონში დაგეგმილი პირდაპირი მოლაპარაკებები სამომავლო პროცესებზე ძალზე დადებითად აისახება:

„ვერანაირი მშვიდობა ვერ დამყარდება, თუკი მხარეები ერთმანეთის პირიპისპირ მოსალაპარაკებლად არ დასხდებიან. ამის საშუალება კი მათ ობამას ადმინისტრაციის დროს პირველად მიეცათ “

აღსანიშნავია, რომ ისრაელისა და პალესტინის ლიდერები პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის ვაშინგტონში ერთმანეთს ოცი თვის მერე პირველად ხვდებიან.

XS
SM
MD
LG