ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას ლობირებს


დევიდ კემერონი თვლის, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგეებს, ისლამის არასწორი გაგება აქვთ.

დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ ის თურქეთს ევროგაერთიანებაში მოელის და ბრაზდება პროცესის გაჭიანურების გამო.

“თქვენ ნათლად ხედავთ, რომ ჩვენი ხედვა ემთხვევა-ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრი უდნა გახდეს და ვფიქრობთ რომ უსამართლობაა, რომ მას ბანაკის დაცვას თხოვენ და არა კარავში ყოფნას.”-აცხადებს კემერონი.

მან მკაცრად გააკრიტიკა პროცესის მოწინააღმდეგეები და დასძინა, რომ მათ სავარაუდოდ ისლამის არასწორი გაგება აქვთ.

ფადი ჰაკურა ლონდონში, თურქული არასამთავრობო ორგანიზაციის დამაარსებელია. ის თვლის, რომ მისი ქვეყანა, ევროკავშირისთვის სასარგებლო დანამატი იქნება.

“ბლოკი ახლო აღმოსავლეთში, კავკასიაში მნიშვნელოვან პარტნიორს მოიპოვებს. ქვეყანა, რომელიც გაზისა და ნავთობის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ტერიტორიაა, ახალგაზრდა მოსახლეობითა და მძლავრ მწარმოებელთა საზოგადოებით."-აცხადებს ჰაკურა.

თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ უპირველესად საფრანგეთი და გერმანია გამოდიან.

XS
SM
MD
LG