ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესი დაიწყო


რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტებმა ამ ხელშეკრულებას 8 აპრილს პრაღაში მოაწერეს ხელი.

შეერთებული შტატების სენატში სტარტის სახელით ცნობილი ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესი დაიწყო, რომელსაც რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტებმა 8 აპრილს პრაღაში მოაწერეს ხელი.

შეიარაღებაზე კონტროლის ასოციაციის პრეზიდენტის დარელ კემპბელის განცხადებით, ამ ხელშეკრულების მიხედვით ორივე მხარე 25-დან 30%-მდე შეამცირებს შორი რადიუსის მოქმედების სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებას.

მისი თქმით:

“ სტარტის ახალი ხელშეკრულება გარკვეულ ლიმიტებს აწესებს. მხარეებს ეკრძალებათ 1550-ზე მეტი სტრატეგიული ბირთვული ქობინის და 700-ზე მეტი მათი გადამტანი რაკეტების ფლობა.“

დამოუკიდებელი ექსპერტები, მათ შორის დეივიდ ჰოლოვეი სტანფორდის უნივერსიტეტიდან აღნიშნავენ, რომ სტრატეგიული ბირთვული შეაიარაღების შემცირება ძალზე ზომიერ ფარგლებში მოხდა და უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. მისი თქმით:

“ მე ოდნავ გაოცებული ვარ იმით,რომ არ მიიღეს სტრტატეგიული ბირთვული ქობინების უფრო მეტი რაოდენობით შემცირების გადაწყვეტილება. როგორც ვიცი,განიხილებოდა მათი 1000-მდე შემცირების საკითხი, მაგრამ საბოლოოდ მაინც 1550-ზე შეთანხმდნენ.“

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი აღნიშნულ შეთანხმებას "უნიკალურს"უწოდებს:

"პირველად ისტორიაში ეს შეთანხმება რუსეთის შეიარაღებაზე და მის სამხედრო ობიექტებზე კონტროლის საშუალებას გვაძლევს. სამხედრო ობიექტებზე ადრეც შევდიოდით, მაგრამ იარაღთან შეხების საშუალება არ გვქონია.“

ახალახანს რობერტ გეითსი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სენატის საგარეო კომიტეტის წინაშე წარსდგნენ, რომლის დროსაც ქალბატონმა კლინტონმა სენატს აღნიშნული დოკუმენტის რატიფიკაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით:

“ ზოგიერთები ეჭქვეშ აყენებენ ამ ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობას, მაგრამ ჩვენ სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია, ან არანაირი ხელშეკრულება არ გვექნება რუსეთთან, ან სტრატეგიულ ბირთვულ ძალების შემცირებაზე შეთანხმებას მივაღწევთ.“

ხელშეკრულების რატიფიკაცია 100-დან 67 სენატორის მხარდაჭერას საჭიროებს. დარელ კემპბელის განცხადებით, სენატორების უმეტესობა რატიფიკაციის მომხრეა:’’

კრიტიკული შეკითხვები ხელშეკრულების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღებას ისახავს მიზნად. ეს ეხება რაკეტსაწინაღო თავდაცვას და ტაქტიკური ბირთვული იარაღის შემცირების საკითხებს, რომელიც არ არის ამ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული. ასე რომ რომ რესპუბლიკელ სენატორთა უმეტესობა არ წავა ამ ხელშეკრულების წინააღმდეგ.“

აღსანიშნავია რომ ამ ხელშეკრულების რატიფიკაციის წინააღმდეგ აქტიურად გამოდის გაეროში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ჯონ ბოლტონი. მისი თქმით:“ ეს არ არის კარგი შეთანხმება, მე ვფიქრობ რომ რუსებმა ობამას ადმინისტრაციის გაცურება შეძლეს. ხელშეკრულებაში დაწესებული ლიმიტები ძალზე დაბალია. ასე რომ უკეთესი იქნება თუ ამ საკითხზე კვლავაც გაგრძელდება მოლაპარაკებები მოსკოვთან.“

ამ თვალსაზრისს არ იზიარებს დეივიდ ჰოლოვეი, რომელიც მიიჩნევს რომ ხელშეკრულების რატიფიკაციაზე უარის თქმა მძიმე შედეგებს გამოიწვევს:

“ მე ვფიქრობ რომ ეს დაასამარებს ობამას გეგემებს ატომური იარაღისგან თავისუფალი მსოფლიოს შესახებ. ასევე დააზარალებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს. რუსეთი თავს მოტყუებულად იგრძნობს და დაეჭვდება ამერიკელთა კეთილ სურვილებში.“

სენატთან ერთად ამ შეთანხმების რატიფიკაცია რუსეთის დუმამაც უნდა მოახდინოს, თუმცა არცერთი მათგანი არ აპირებს ამ საქმეში ზედმეტი აჩქარება გამოიჩინოს.

XS
SM
MD
LG